პოეზია

Poetika

Galaktion Tabidze
მცირეთაგან მცირეს თუ შეუძლია თქვას ისე, როგორც დიდი ვაჟა ბრძანებდა: `უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა, და როგორც მეფე, გავათამამე მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა. მადლი მფენია მარჯვენაზედა, იმ შემოქმედის, მაღალის ღვთისა~; მცირეთაგან მცირეს თუ შეუძლია თქვას ისე, როგორც დიდი გალაკტიონი ბრძანებდა: `მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა!~ გალაკტიონიც ღვთისგან იყო გათამამებული და მადლცხებული, ამიტომაც შეეძლო მის `მოდარაჯე თვალს~ `ანგელოზის დანახვა~, მარტოდენ მან იცოდა, როგორ `აბრუებდა ყნოსვას~ `სიშორით სიახლოვე~, მხოლოდ ის ხედავდა `ქლიავისფრად~ `სამშობლოს მთებს~, `ზმანებით დაბურულ~ `ლაჟვარდების კიდეს~, საოცნებო ქალის ცისფერ, ნეტარ სახელს, როგორ `ათრობდა მთვარე~ `თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით~... გალაკტიონის პოეზია `უცნაური სასახლეა~, `ვარდი ტყიური~. მას შეუძლია ცათა საუფლოში აგიტაცოს და აგარიდოს `ქუჩის მტვერს~, `გრიგალის ფრთებით~ გაგიტაცოს და გაგრძნობინოს `შორეული ქალის ეშხი~, გატაროს `ფეხშიშველი ცვრიან ბალახზე~ მამულის შესაგრძნობად, გაზიაროს ღვთიურს... ამიტომ არის მისი ესოდენ ნაცნობი სტრიქონების კვლავდაკვლავ გახსენება, კვლავდაკვლავ გამოცემა ზეიმი არა მარტო პოეზიის, არამედ სულის. ის ხვეწს, ამშვენიერებს და აკეთილშობილებს ადამიანს, ასწავლის მარადიული ღირებულებების ფასს, ასწავლის ოცნებას, სიხარულს.
Author:
Galaktion Tabidze
Galaktion Tabidze
Estimated Reading Time: 14 hrs. 12 min.Page Number: 501Publication Date: 2014Publisher: პალიტრა L
ISBN: 9789941217975Language: GürcüceFormat: Karton kapak

Comments and Reviews

See All
Henüz kayıt yok
Reklam
100 öğeden 1 ile 10 arasındakiler gösteriliyor.